სიახლეები 17.12.2015
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მეორე შემაჯამებელი კონფერენცია-სემინარი
2015 წლის 17 დეკემბერი, Courtyard Marriott, თბილისი
გაიმართა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) ყოველწლიური მეორე შემაჯამებელი კონფერენცია-სემინარი. ღონისძიებას იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც NSDI-ს პროექტში არიან ჩართულები.
მონაწილეებმა 2015 წლის განმავლობაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სამთავრობო კომისიის თემატური ჯგუფების მიერ განხორციელებული საქმიანობები და აქტივობები შეაფასეს.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეები პროექტის საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სტრატეგიებსაც გაეცნენ, დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც. კონფერენციის მეორე ნაწილი კი სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და იმ პროექტების წარდგენას დაეთმო, რომელთა განხორციელებაც გეოგრაფიული მონაცემების წარმოებას და გამოყენებას უკავშირდება.
ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ინფორმირებულობას და კოორდინირებულად მუშაობას.