INSPIRE დირექტივა აყალიბებს სივრცითი მონაცემების მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის კოორდინაციის მექანიზმების ზოგად პრინციპებს ისე, რომ შესაძლებელი იყოს სხვადასხვა სექტორებიდან მიღებული ინფორმაციისა და ელექტრონული სერვისების შეთავსება, რომ მონაცემების ხარისხის, ხელმისაწვდომობის, გაცვლის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებით სივრცითი ინფორმაციის მოძიება იყოს იოლი, მათი კონკრეტულ მიზანთან შესაბამისობა - ადვილად შესაფასებელი, ხოლო გამოყენების პირობები - მარტივი.
INSPIRE დირექტივა, განსაზღვრავს ევროპის ერთიანი სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითად, ზოგად წესებს. ის გამყარებულია ხუთი რეგულაციით (Implementing Rules) და დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციებით, რომლებიც არეგულირებს კონკრეტულ სფეროებს ცალ-ცალკე:
- მეტამონაცემები
- სივრცითი მონაცემების ნაკრებების და სერვისების ფუნქციური თავსებადობა
- ქსელური სერვისები (აღმოჩენა, მიმოხილვა, ჩამოტვირთვა, გარდაქმნა და გაშვება)
- მონაცემების და სერვისების გაზიარების პოლიტიკა
- კოორდინაციის, მონიტორინგისა და ანგარიშგების ღონისძიებები.