NSDI

სივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურა ევროკაშირის ქვეყნებისათვის.

INSPIRE - INfrastructure  for  SPatial  InfoRmation  in  the  European  Community

ევროკომისიის ინიციატივით, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 2007 წლის 14 მარტს მიიღეს 2007/2/EC დირექტივა INSPIRE, რომელიც ამოქმედდა 2007 წლის 15 მაისიდან. INSPIRE დირექტივა არეგულირებს ევროპულ თანამეგობრობაში სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, და გარემოს დაცვის პოლიტიკის განსაზღვრას.

INSPIRE დირექტივის მიზანია ევროკავშირის სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების გაზიარებას და საჯარო ხელმისაწვდომობას ევროპის მასშტაბით.

პირველი ნაბიჯები INSPIRE-ს განვითარების მიმართულებით გადაიდგა 2002 წელს, როდესაც ევროკომისრები ვალსტრომი, სოლბსი და ბასქუინი შეთანხმდნენ, რომ ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს, ევროსტატსა და გაერთიანებულ კვლევით ცენტრს შორის გაფორმებულიყო ურთიერთგაგების მომერანდუმი, რომლის მიხედვითაც თანამშრომლობა გაგრძელდა 2004 წლამდე.

2004 წლის ივლისში ევროკომისიის წინადადებით, მემორანდუმი გადაიხედა და განახლდა. 2006 წელს კი ხელი მოეწერა განახლებულ მემორანდუმს, რის საფუძველზეც გაგრძელდა თანამშრომლობა INSPIRE-ს მიმართულებით. მემორანდუმით განისაზღვრა თითოეული სუბიექტის ფუნქციები, პასუხისმგებლობა, სამუშაო ღონისძიებებისა და თანამშრომლობის მექანიზმები. მხარები შეთანხმდნენ, რომ INSPIRE-ს დირექტივის წარმატებით განხორციელებისათვის მთავარი ფაქტორია ზუსტი ფუნქციების, პასუხისმგებლობების, წამყვანი მომსახურებების ქმედითი  და ეფექტური კოორდინაცია, საჯაროობა და გამჭირვალობა.

INSPIRE-ის განხორციელებას ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას უწევს ე.წ. ოთხთა ჯგუფი, რომელშიც შედის ევროკომისიის გარემოს დაცვის გენერალური დირექტორატი, გაერთიანებული კვლევითი ცენტრი, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო და ევროსტატი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქალაქ თბილისის მერია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი