NSDI

2013 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო №262 დადგენილება საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ (ცვლილება №101 დადგენილება).

სამთავრობო კომისიის დებულებით განისაზღვრა მიზანი, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი. შემუშავდა სტრატეგიული ამოცანები და 2014-2015 წლების სამუშაო გეგმა.

სამთავრობო კომისია

წინადადებები პოლიტიკა და გადაწყვეტილებები

სამდივნო

წინადადებები პოლიტიკა და გადაწყვეტილებები

ბიზნეს სექტორი

სამეცნიერო სექტორი

პროფესიული ჯგუფები

სახელმწიფო ინსტიტუტები

დაინტერესებული ჯგუფები

საგანმანათლებლო სექტორი

კოორდინატორი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება საჭიროებს მიმდინარე პროცესების ეფექტურად დაგეგმვასა და კოორდინაციას. კოორდინატორის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს სამთავრობო კომისიის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად სისტემის შეუფერხებელი საქმიანობისათვის ხელშეწყობა (ტექნიკური, სამართლებრივი, ინტელექტუალური, ინფორმაციული და ა. შ. მიმართულებები) და ტექნიკური დახმარება, სტრატეგიის განსაზღვრა, განხორცილების მეთოდების, დაგეგმვა, ხარისხის მონიტორინგი, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების, ასევე, მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საქმიანობების დაგეგმვა.

საქართველოს მთავრობის №262 დადგენილების მეოთხე მუხლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კოორდინატორის ფუნქციის შესრულება. 

სამთავრობო კომისია

სამთავრობო კომისია შექმნილია საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის, სტრატეგიული მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების განსაზღვრის მიზნით და უზრუნველყოფს, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გაუმჯობესებას.

კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების  მომზადება, სათანადო გეგმების შემუშავება, მიმდინარე პროცესების კოორდინაცია და ზედამხედველობა.

სამდივნო

სამთავრობო კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს: ტექნიკურ, საორგანიზაციო და პროტოკოლური მიმართულების საქმიანობების შეუფერხებელ წარმართვას, სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული თემატური სამუშაო ჯგუფებისათვის განსაზღვრული ამოცანების, საქმიანობების შესრულების და ხარისხის მონიტორინგს, სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას, საკომუნიკაციო საქმიანობების წარმართვას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საჯარო დაწესებულებებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ასევე, სამთავრობო კომისიის მიერ ინიცირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას.

თემატური სამუშაო ჯგუფები

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით, განსაზღვრული ამოცანების აღსრულების მიზნით, პრაქტიკული პროცედურების განსახორციელებლად იქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები გარკვეული პერიოდით. ჯგუფები დაკომპლექტებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ექსპერტებით. მათ ევალებათ იმ კონცეპტუალური დოკუმენტების (წესები, სტანდარტები, რეგლამენტები, სპეციფიკაციები და ა.შ.) პროექტების მომზადება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გეომონაცემების, მეტამონაცემების და მათთან ასოცირებული ელექტრონული სერვისების, ქსელური მომსახურებების, სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და სტანდარტიზაცია, სამთავრობო კომისიის მიერ განსაზღვრული ამოცანების აღსრულებისათვის პრაქტიკული პროცედურების განხორციელება.

დღევანდელი მდგომარეობით შექმნილია ექვსი თემატური სამუშაო ჯგუფი.

საკანონმდებლო ჯგუფი

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნა და მართვა საჭიროებს ევროპულ სტანდარტებთან თავსებად, მოქნილ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას. საქართველოში, გეოგრაფიული სფეროს მარეგულირებელი მწირი სამართლებრივი აქტების არსებობის პირობებში, დღის წესრიგში დადგა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პრინციპების გათვალისწინებით გეოინფორმაციული სფეროს ერთიანი, ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება. ამიტომ, თემატური სამუშაო ჯგუფის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მოახდინოს იმ მოქმედი რეგულაციების დეტალური შესწავლა, რომლებიც შეხებაშია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის თემატიკასთან, მათი შემდგომი სრულყოფის მიზნით, მოამზადოს სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ კანონ-პროექტი, ასევე, მეტამონაცემების წარმოების და გამოყენების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის პროექტი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის წარმატებით შექმნისა და განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სისტემის შექმნის პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა. საზოგადოებასთან ურთიერთობის თემატური სამუშაო ჯგუფის ძირითად ამოცანას წარმოადგენს, შეიმუშაოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგია საზოგადოებრივ, ორგანიზაციულ, საკანონმდებლო და ტექნიკურ დონეებზე საჭიროებების, სარგებლის და უპირატესობების განსამარტად.

ლიცენზირების და ბიზნეს მოდელის ჯგუფი

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანს წარმოადგენს გახადოს სტანდარტიზებული და ჰარმონიზებული გეოგრაფიული მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი. ლიცენზირებისა და ბიზნეს მოდელის თემატური სამუშაო ჯგუფის ამოცანას წარმოადგენს, წვდომისა და გამოყენების პირობების გათვალისწინებით შექმნას სივრცითი მონაცემების და ელექტრონული სერვისების ლიცენზირების და განფასების ისეთი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს გეოგრაფიული მონაცემების ფართოდ გამოყენებას.

გეოინფორმაციული სისტემების ჯგუფი

ევროპულ სტანდარტებთან თავსებად გეოგრაფიულ მონაცემებზე თავისუფალი და მარტივი წვდომა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის კომბინირების, მონაცემების ერთობლივად წარმოდგენის საშუალებას იძლევა, მათი შემდგომი შესწავლისა და ანალიზის მიზნით. გეოინფორმაციული სისტემების თემატური სამუშაო ჯგუფის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სივრცითი მონაცემების თემატური ნაკრებების პრიორიტეტების განსაზღვრა, მონაცემების შეგროვების, წარმოების, მეტამონაცემების ფორმირების ეროვნული სტანდარტების, ტექნიკური სპეციფიკაციების და რეგლამენტების პროექტების შემუშავება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფი

დღეს სივრცითი მონაცემების მომხმარებლები და მწარმოებლები ურთიერთობისთვის იყენებენ ინტერნეტზე დამყარებულ სერვისებს, რაც აადვილებს, უფრო ეფექტურს ხდის წვდომას და იძლევა მონაცემთა შენახვის დუბლირების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მონაწილე სუბიექტებს მონაცემების წარმოებისა და გაზიარებისთვის ესაჭიროებათ შესაბამისი გეო და IT ინფრასტრუქტურა. ინფორმაციული ტექნოლოგიების თემატური სამუშაო ჯგუფის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა გაზიარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და მონაცემთა გაზიარების პლატფორმის იდენტიფიცირება, გეოპორტალის და მეტამონაცემების კატალოგის პროექტების შემუშავება და სივრცითი მონაცემების მწარმოებელი სახელმწიფო უწყებებისათვის მონაცემების წარმოებისა და გაზიარების მიმართულებით სარეკომენდაციო პაკეტების მომზადება.

საგანმანათლებლო ჯგუფი

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის წარმატებით რეალიზება მეტწილად დამოკიდებულია სათანადოდ მომზადებული და მოტივირებული პერსონალის არსებობაზე, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე კადრების კვალიფიკაციის საკითხი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას. ამ მიზნით, საგანმანათლებლო თემატური სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგში დგას შემდეგი ძირითადი ამოცანები: სახელმწიფო ინსტიტუტების ტექნიკური ჯგუფებისთვის უწყვეტი სწავლების პროცესის კონცეფციის შემუშავება, მოკლევადიანი ტრენინგების საჭიროებების და თემატიკის განსაზღვრა/ორგანიზება, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტებისათვის გეოინფორმაციული სისტემების სწავლების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქალაქ თბილისის მერია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი